ჩვენ შესახებ

შ.პ.ს. "დაცვის სამსახური თბილისი" შეიქმნა 2009 წლის 22 იანვარს. ჩვენი საქმიანობა ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა და უსაფრთხოებაა "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. გვაქვს ამ სფეროში საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზია. ჩვენი პროფესიული საქმიანობა დაზღვეულია 200 000 ლარის ლიმიტით და გვაქვს საბანკო გარანტია 200 000 ათსი ლარის ოდენობით.

გვაქვს ფილიალებიი:
1. იმერეთის რეგიონული სამსახური ცენტრით ქუთაისში;
2. სამეგრელოს რეგიონული სამსახური ცენტრით ქ. ფოთში;

შპს "დაცვის სამსახური თბილისი"-ს, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული სამსახურები დაკომპლექტებულია კვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთა უმრავლესობას აქვს შს ორგანოებსა და შეიარაღებულ ძალებში მუშაობის დიდი გამოცდილება. ყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მობილური (ოპერატიული) ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამსახურეობრივი მანქანით, ხელის რადიოსადგურებით და დაცვითი მომსახურეობის გაწევისთვის აუცილებელი და კერძო დაცვითი სასქმიანობის შესახებ კანონით ნებადართული იარაღით.
შპს "დაცვის სამსახური თბილისი" გთავაზობთ დაცვას როგორც ცოცხალი ძალით, ისე სასიგნალო სისტემების მეშვეობით. ჩვენ ასევე გთავაზობთ თქვენი ობიექტის სიგნალიზაციის სისტემებით აღჭურვას. (აპარატურა და მისი მონტაჟი - უფასო); გარე ტერიტორიაზე სამეთვალყურეო სისტემების (კამრების) მონტაჟი ასევე იქნება უფასო, ხოლო აპარატურას შეიძენს დამკვეთი. აქვე გაცნობებთ, რომ სისტემა იქნება აწყობილი ისე, რომ დამკვეთს (მეპატრონეს) შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს ნებისმიერი წერთილიდან თვალყური ადევნოს ობიექტს. ტექნიკური საშუალებებით (სიგნალიზაციის სისტემებით) ობიექტების დაცვისა და მათი მონიტორინგისთვის ვიყენებთ KP-ის ფირმის დაცვის ცენტრალურ პულტს. დასაცავ ობიექტებთან და თანამშრომლებთან ოპერატიული რადიოკავშირისთვის ვიყენებთ შესაბამის სიხშირეებს დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ გვყვავს კერძო და იურიდიული პირების საკუთრების დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილი და კარგად ორგანიზებული გუნდი, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.